წესები და პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება onset.ge-ზე. ჩვენი ვებ გვერდისა და სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აქ მოცემულ წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს, გთხოვთ თავი შეიკავოთ ჩვენი საიტის გამოყენებისგან.
სერვისების გამოყენება:
ა. უფლებამოსილება: თქვენ უნდა იყოთ + 18 წლის, რათა შეძლოთ ჩვენი საიტითა და კომპანიის სერვისების გამოყენება.
ბ. მომხმარებლის ანგარიში: თქვენს მიერ საიტზე შეყვანილი ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამორიცხავს მის გადაცემას მესამე პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ინტელექტუალური საკუთრება:
მფლობელობა: კონტენტი, სამარკო ნიშნები და ჩვენს საიტზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრება არის ონსეტის მფლობელობის ქვეშ. თქვენ არ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება, გადამუშავება, ან გავრცელება ჩვენი ნებართვის გარეშე.
კონფიდენციალურობა:
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
უფლებამოსილების შეწყვეტა:
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეგიწყვიტოთ საიტის ან ჩვენი სერვისების გამოყენების უფლება საქართველოს კანონმდებლობით ან ჩვენს მიერ არსებული კონტრაქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში.
შეზღუდვები:
ონსეტი არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ ან ირიბ, შემთხვევით ზიანზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ჩვენი საიტის გამოყენებით.
კანონმდებლობა:
ყველა პირობა თანხვედრაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
ცვლილებები წესებსა და პირობებში:
წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს გარკვეული პერიოდულობით.
დაგვიკავშირდით:
თუ გაქვთ შეკითხვები ონსეტის ვებ გვერდის წესებისა და პირობების შესახებ, დაგვიკავშირდით მეილზე: [email protected]